არომატი-გემო
მსუბუქი არომატი, სასიამოვნო მწკლარტე გემო
ნაყენი
გამჭირვალე ნათელი, მოყვითალო
შენახვა
მშრალ ადგილას, ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში
შემადგენლობა - თვისებები
მწვანე ჩაის დასამზადებლად ჩაის ბუჩქის ახალგაზრდა ფოთლები ადრეულ გაზაფხულზე იკრიფება. ხდება ფოთლის მოხალვა, გრეხა და შრობა 95⁰-ზე. ნაყენს გამჭვირვალე მოყვითალო ფერი აქვს.
არ საჭიროებს ფერმენტაციას, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. მდიდარი ქიმიური შემადგენლობების გამო აქვს უნიკალური სამკურნალო თვისებები.
მისი მიღება ააქტიურებს სასიცოცხლო ძალებს, ხსნის სტრესს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, კუჭნაწლავთა ფლორის სიცოცხლის უნარიანობას, აქვს ოფლსადენი თვისებები, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და კუჭ-ნაწლავთა ტრაქტის მუშაობას, ხელს უშლის კარიესის წარმოქმნას, ამაღლებს კაპილარების სიმკვრივეს, ხელს უწყობს ასკორბინის მჟავის ათვისებას.