ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში „გაიცანი საქართველო“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მედიატური მოეწყო.

პრეს-ტურის ფარგლებში ოზურგეთს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – გიორგი ჩოგოვაძე, და სხვა ცნობილი სახეები ეწვივნენ. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, გურიის ტურისტული ზონები და სამრეწველო ობიექტები დაათვალიერეს. ტურის ფარგლებში მასმედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გურიანთის ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შპს. “ნატურა თი კომპანი”- ში.