„გააცოცხლე გურია”!
პროექტის ფარგლებში,„ნატურა თი კომპანი”-ს სტუმრობდნენ ტურიზმის ექსპერტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი პროფ. ჰარალდ ფეჰლანერი და ინგოლშტადტის (გერმანია) უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მაგისტრანტი სტუდენტები, პროექტის ორგანიზატორებთან ერთად.სტუმრებმა დაათვალიერეს საწარმო, გაეცნენ ჩაის დამუშავების ტექნოლოგიას და დააგემოვნეს ჩვენს მიერ წარმოებული ჩაის სახეობები.