ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ქ. დუბლინშიქართული ჩაის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქართულმა ჩაის მწარმოებელმა კომპანიამ „Natura Tea Company”, რომლის წამომადგენლებმაც პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნეს კომპანიის საექსპორტო პროდუქცია და მისი ნაირსახეობები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ირლანდიაში მოქმედი ჩაის იმპორტიორები, სასტუმროებისა და სუპერმარკეტების ქსელების მომმარაგებელი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, ჩაის მიმართულებით მოღვაწე პროფესიონალები და ჟურნალისტები. “ირლანდიაში ჩაის მოხმარების კულტურა საუკუნეებს ითვლის, თუმცა, ქართულ ჩაის ნაკლებად იცნობენ, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ირლანდიელი ჩაის იმპორტიორებისა და ამ სფეროში მოქმედი პროფესიონალებისათვის ქართული ჩაის საექსპორტო პროდუქცია გაგვეცნო და შეგვეთავაზებინა. მოხარული ვარ, რომ დუბლინში პირველად შედგა ქართული ჩაის პრეზენტაცია და პროდუქციამ ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა“ – განაცხადა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა.