ქართული ჩაი 2 საუკუნოვან ისტორიას ითვლის.
ჩაის კულტურა საქართველოში ჩინეთიდან მიხა ერისთავმა შემოიტანა და პირველი ჩაის ბუჩქი გურიაში გაახარა. მოგვიანებით, კი თავადმა პირველმა წაიღო ქართული ჩაის ნიმუში სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საერთაშორისო გამოფენაზე. სწორედ ეს ნიმუში დაედო საფუძვლად მსოფლიოში ქართული ჩაის აღიარებას.
XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში
სხვა ენთუზიასტების ძალისხმევით, ქართული ჩაის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა, 1899 წელს პარიზის გამოფენაზე ქართული ჩაი დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
ჩაის გადამამუშავებელი კომპანია შპს Natura Tea Company 2013 წლის 7 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში დაარსდა.
Natura Tea Company ფლობს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ქარხანას და ჩაის 41 ჰექტარ საკუთარ პლანტაციებს. 2012 წლიდან გურიაში, დაბა ლაითურში დაიწყო ჩაის პლანტაციების აღდგენა და გამოყვანა. დაბა ლაითური გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და საუკეთესო ჰავით, რაც განაპირობებს პროდუქტის ეკოლოგიურ სისუფთავეს და მაღალ ხარისხს.
„Natura Tea Company“ ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე.
მნიშვნელოვანია, რომ პლანტაციაში ყოველწლიურად ხელით იკრიფება უმაღლესი ხარისხის ჩაის(დუყი) ფოთოლი,რომლისგანაც კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახეობის ნატურალურ ქართულ ჩაის. თითოეული ჩაის სახეობა ხასიათდება გამორჩეული არომატით და დახვეწილი გემოთი.
2015 წლიდან კომპანიმ დაიწყო უმაღლესი ხარისხის ქართულ ჩაის წარმოება:
თეთრი ჩაი-„ნატურა თაიგული“, მწვანე ბაიხის ჩაი-„ნატურა მწვანე“, ყვითელი ბაიხის ჩაი-„ნატურა იმპერტორი“, წითელი ბაიხის ჩაი-„ნატურა მარჯანი“ ,შავი ბაიხის ჩაი-„ნატურა ხავერდი“.
2016 წელს
კომპანიამ დააპატენტა შავი და მწვანე იოდირებული ჩაის წარმოება.