არომატი-გემო
მსუბუქი არომატი, სასიამოვნო მწკლარტე გემო
ნაყენი
გამჭირვალე ნათელი
შენახვა
მშრალ ადგილას, ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში
შემადგენლობა - თვისებები
შავი ჩაი განეკუთვნება კამელია სინენსისის ანუ ჩვეულებრივი ჩაის ბუჩქის ფოთლებს, რომელთა დამუშავებაც ხდება განსაკუთრებული მეთოდით, მისი მომზადებისას ფოთოლი დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის სრული პროცესს გადის. შავი ჩაი ყველაზე პოპულარულია დანარჩენი ტიპის ჩაისთან შედარებით. ნაყენი მსუბუქი არომატით და სასიამოვნოდ მწკლარტე გემოთი გამოირჩევა. შავი ჩაი სხვა სახეობებთან შედარებით ყველაზე მეტ კოფეინს და ყველაზე ნაკლებ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, მდიდარია ვიტამინებით (A,PP,B-1,b-2,C), მიკროელემენტებით, აქვს მატონიზირებელი მოქმედება,ხსნის დაღლილობას. ბლოკავს კიბოს უჯრედების განვითარებას, ამცირებს კუჭის, კუჭ-ნაწლავისა და მკერდის ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს. აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ანადგურებს მიკრობებს, რომლებიც იწვევენ დიარეას, პნევმონიას, ცისტიტს და ჰერპესს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას.