შემადგენლობა-თვისებები
წითელი ჩაის დამზადებისას, ჩაის ფოთოლი გადის ღნობის პროცესს 12 საათის განმავლობაში,
შემდეგ ხდება მისი მოგრეხა 45 წუთი, ფერმენტაციის პროცესი მიმდინარეობს ორ საათნახევარი,
შემდეგ ხდება მისი მოხალვა მაღალ ტემპერატურაზე, გრეხა 30 წუთი, ისევ მოხალვა და
შრობა მაღალ ტემპერატურაზე. ნაყენს აქვს მოწითალო ფერი და სასიამოვნო გემო.
წითელ ჩაის აქვს განსაკუთრებული თვისებები ფერმენტაციის პროცესიდა გამომდინარე,
განსხვავებული მოტკბო არომატი, კაროტინი ვიტამინი A - აჯანსაღებს თმას, კბილებს,
კანს, აუმჯობესებს მხედველობას და წმენდს სასუნთქ სისტემას, ამაგრებს იმუნურ თვისებებს,
დაბლა სწევს არტერიულ წნევას და სისხლში ქოლესტერინის შემცველობას.